სამინისტროს მიერ იუნესკოს ანგარიში არსებითად არასწორადაა ინტერპრეტირებული - ჩუბინაშვილის ცენტრი

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტროს მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ იუნესკოს დასკვნას ჩუბინაშვლის ეროვნული ცენტრი ეხმაურება. ცენტრი ამბობს, რომ 9 თებერვალს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC), ICOMOS-ისა და ICCROM-ის ერთობლივი მისიის ანგარიში გელათის მონასტრის თაობაზე.

ანგარიში მოამზადეს ამ სამი ორგანიზაციის ექსპერტებმა - ირენა კაკემ, ალკივიადის პრეპისმა და ვალერი მაგარმა საქართველოში 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ვიზიტის საფუძველზე.

"WHC/ICOMOS/ICCROM-ის გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან ანგარიშს ერთვის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური განცხადების ტექსტი, რომელშიც, ანგარიში, სამწუხაროდ, არსებითად არასწორად არის ინტერპრეტირებული. უახლოეს ხანებში ჩვენ ვგეგმავთ საზოგადოებას გავაცნოთ ანგარიშის უფრო დეტალური მიმოხილვა. ამჟამად მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ანგარიშში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა პროექტის მართვა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, პრობლემის სტრატეგიული ხედვა, დროებითი სახურავის მოწყობა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეთოდოლოგია, არსებითად ემთხვევა გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ 2023 წლის 27 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსს, ისევე როგორც საქართველოს იკომოსის, სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედეს და საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოწვეულ ექსპერტთა (ოსტინ ნევინი, ლორინდა ვონგი, ფრანჩესკა პიკე და სარა სტენიფორთი) დასკვნებს", - აღნიშნავს ცენტრი. 

იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი