დღეს დილით მოწინააღმდეგემ სულ მცირე 70 რაკეტა გაუშვა მორიგი მასიური შეტევისას. ჩამოაგდეს სულ მცირე 60 რაკეტა. მათი ყველა სამიზნე იყო მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახებს!
რამდენიმე რუსულმა რაკეტამ მოლდოვასა და რუმინეთის საჰაერო სივრცეც გადაკვეთა. ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა. ეს არის ტერორი, რომელიც უნდა შეჩერდეს. მსოფლიომ ეს უნდა შეაჩეროს.
მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ეს ესმის. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველა ჩვენს საზენიტო მებრძოლს, ყველას, ვინც იცავს უკრაინას და ჩვენს ხალხს. დიდება უკრაინას!
- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.