რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ რუსულ რაკეტას მისი საჰაერო სივრცე არ დაურღვევია

გამოქვეყნდა:

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერლის, ვალერი ჟალუზნის მიერ გავცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის მიერ ნასროლმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე გადაკვეთა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რაკეტა რუმინეთის საჰაერო სივრცისგან, სულ მცირე, 35 კილომეტრით იყო დაშორებული.

მათივე ინფორმაციით, რაკეტა გაშვებული იყო რუსეთის ფედერაციის გემიდან, რომელიც შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულთან ახლოს დგას.

"სამიზნე, სავარაუდოდ, საკრუიზო რაკეტაა, რომელიც უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს გადაუფრინა, შევიდა უკრაინის საჰაერო სივრცეში, რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გარეშე", - წერია განცხადებაში.

სამინისტრო განმარტავს, რომ რუმინეთის საჰაერო ძალები საერთაშორისო მოკავშირეებთან ერთად ქვეყნის საჰაერო სივრცის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ ვალერი ზალუჟნიმ მოლდოვისა და ნატოს წევრი ქვეყნის - რუმინეთის საჰაერო სივრცეების რუსულიო რაკეტების მიერ კვეთის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. რაკეტების მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის კვეთა დაადასტურა მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი