ტრაგედიამ, რომელმაც ერთ წამში ამდენი სიცოცხლე შეიწირა, ღრმა ტკივილი გამოიწვია ჩვენს გულებში - ზელენსკის სამძიმარი თურქეთს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და თურქეთს მიუსამძიმრა:

"ჩვენ პატივს მივაგებთ თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
საშინელმა ტრაგედიამ, რომელმაც ერთ წამში ამდენი სიცოცხლე შეიწირა, ღრმა ტკივილი გამოიწვია ჩვენს გულებში. ჩვენ ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს და ვეხმარებით ამ რთულ დროს.
მარადიული ხსოვნა დაღუპულებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ." ამბობს ზელენსკი.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24 000-ს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი