Leopard 2-სთვის, უკრაინელი სამხედროების მომზადება იწყება - პირველი ჯგუფი უკვე გერმანიაშია

გამოქვეყნდა:

უკრაინელი სამხედროები "ლეოპარდ 2"-ის ტანკებზე სწავლებას გერმანიაში მომავალი კვირიდან დაიწყებენ. spiegel -ის ცნობით, უკრაინელი სამხედროების პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა გერმანიაში წვრთნების დასაწყებად. 

სწავლება ქალაქ მიუნსტერთან მდებარე სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება, სადაც უკვე დაიწყო უკრაინული ეკიპაჟების მომზადება მარდერის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის.

"კურსები იქნება დაჩქარებული და მხოლოდ 6-8 კვირას გაგრძელდება. ჩვეულებრივ მომზადებას რამდენიმე წელი სჭირდება", - აღნიშნავს გამოცემა.

სავარაუდოდ, ლეოპარდ 2-ის პირველი უკრაინული ეკიპაჟები ფრონტზე უკვე მარტის ბოლოს წავლენ.

შეგახსენებთ, 25 იანვარს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად დაამტკიცა 14 ერთეული "ლეოპარდ 2"-ის ტანკის უკრაინისთვის გადაცემა. გარდა ამისა, შოლცმა სხვა ქვეყნებსაც მისცა უფლება, გერმანული წარმოების აღნიშნული ტანკები გადასცენ ომში მყოფ ქვეყანას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი