
"ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა დასტაბილურდა, მაგრამ ეს ჯერ გამარჯვება არ არის" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ საღამოს ვიდეომიმართვაში საუბრობს, თუმცა, ამბობს იმასაც, რომ "შეიძლება იყოს ახალი დარტყმები და შეზღუდვები ენერგიის მოხმარებაზე".
მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რმომ 13 თებერვალს, კიევის, დნეპროეტროვსკისა და კიდევ რამდენიმე ოლქში, მოსახლეობას ელექტროენერგია არ შეუწყდება.