
რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვა წყალსადენის სისტემას აშენებს, რომელიც როსტოვის რეგიონს უკრაინის დონბასისი რეგიონთან დააკავშირებს.
თავდაცვის სამინისტრო აპირებს პროექტი მომდევნო რამდენიმე თვეში დაასრულოს. Tass-ის ცნობით, ეს საშუალებას მისცემს მოსკოვს დეში 300 000 კუბური მეტრი წყალი გადაზიდოს. პროექტი ორ 200 კილომეტრიან ხაზს მოიცავას.
როგორც ცნობილია, ნაგებობა გაივლის რუსეთში როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე და დონეცკის რეგიონში სევერსკის დონეც-დონბასის არხამდე მივა.
დონბასის რეგიონი ფართომასშტაბიან მილსადენზეა დამოკიდებული, რომელიც ომის დროს ძლიერ დაზიანდა, ის საჭიროებს ელექტროენერგიას, რომელიც ხშირად ითიშება რუსეთის მიერ ენერგოობიექტებზე მიტანილი იერიშების გამო.