რუსებმა დონეცკში მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - კირილენკო

გამოქვეყნდა:

12 თებერვალს რუსმა სამხედროებმა დონეცკის ქალაქ ჩასივ-იარში ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, პაველ კირილენკო ავრცელებს. 

კირილენკოს განცხადებით, 13 თებერვლის დილის მონაცემებით, რუსებმა ომის დაწყების შემდეგ - მხოლოდ დონეცკში, სულ მცირე, 1 359 სამოქალაქო პირი მოკლეს, ხოლო 3 035 კი დაჭრეს.

მისივე თქმით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ჯერ კიდევ შეუძლებელია მარიუპოლში და ვოლნოვახაში გარდაცვლილი სამოქალაქო პირების ზუსტი რაოდენობის დადგენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი