
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დონეცკის ოლქის ბახმუტის გარეუბანში უკრაინული სოფელი კრასნაია გორა "შეტევითი მოხალისეების მიერ სარაკეტო ჯარების და არტილერიის საცეცხლე მხარდაჭერით აიღეს".
მანამდე კი კვირას, რუსული სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ მისმა დაქირავებულებმა სოფელი დაიპყრეს.
უკრაინის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.