"ოცნების" ხელისუფლების კრიტიკა პრეზიდენტს სულ უფრო ძვირი პოლიტიკური ფასი უჯდება. სალომე ზურაბიშვილის მორიგ განცხადებას კვალდაკვალ მოჰყვა მმართველი გუნდის სადამსჯელო ოპერაცია. ორბელიანების სასახლიდან წულუკიანის უწყების გენინსპექციამ სვიმონ დადიანის ფერწერული ტილოები ამოიღო.
სახელმწიფოს მეთაურის კრიტიკის მიზეზი კი ხელოვანების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები და სანდრო სულაბერიძის წინააღდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნაა. ახალგაზრდა მხატვარი მინისტრ წულუკიანის სამიზნე განსხვავებული აზრისა და პროტესტის გამო აღმოჩნდა. სულაბერიძემ ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნახატი ჩამოხსნა, რასაც გამოძიების დაწყება მოჰყვა.