
ბახმუტისთვის ბრძოლაში უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ კიდევ ერთი სუ-25 ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთ ოპერატიულ-ტერიტორიული გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ცნობით, მტრის სუ-25 უკრაინის პოზიციებსა და დასახლებებს უტევდა.
"ბიჭებმა მიზანს პირველივე გასროლით დაარტყეს. თავდასხმის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და შემდეგ გადაკვეთის ხაზის უკან დაშვება დაიწყო, პილოტების ბედი უცნობია", - აღნიშნა დივიზიის მეთაურმა.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ რუსული „საშრობი“ გაანეიტრალა წვევამდელმა უფროსმა ჯარისკაცმა მაქსიმ ბალუტამ, რომელმაც ომის დასაწყისში 6 მარტს ჩამოაგდო პირველი მტრის თვითმფრინავი ხარკოვის რეგიონში.