ნიდერლანდების საჰაერო ძალებმა პოლონეთის საჰაერო სივრცესთან რუსული საბრძოლო თვითმფრინავები შეაჩერეს

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა საჰაერო ძალებმა პოლონეთის საჰაერო სივრცესთან სამი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი შეაჩერეს და ტერიტორიიდან მოშორებით გაიყვანეს.

მათივე განცხადებით,  ვერტმფრენები პოლონეთის ტერიტორიას კალინინგრადის მხრიდან უახლოვდებოდნენ.

"კალინინგრადის მხრიდან, სამი უცნობი თვითმფრინავი მიუახლოვდა პოლონეთის საჰაერო სივრცეს, NATO-ს პასუხისმგებლობის ზონაში. იდენტიფიცირების შემდეგ დავადგინეთ, რომ ისინი რუსული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავები იყვნენ. ისინი ჰოლანდიურმა F-35-ებმა შორიდან შეაჩერეს და ტერიტორიიდან გააცილეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია რუსულ მხარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი