სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა უთხრა, სააპელაციომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლის თანახმად მიუსაჯეს.

გელბახიანის თქმით, "ხელისუფლება გოგი წულაიას პოლიტიკურ დევნას განაგრძობს". დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია საპატიმროდან 1-ელ ივლისს გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი