ცივი ომის შემდეგ პირველად, რუსული ხომალდები ბირთვული იარაღით ცურავენ, - ინფორმაციას ნორვეგიის დაზვერვა ავრცელებს. როგორც უწყების ყოველწლიური ანგარიშში წერია, "ბირთვული პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავებსა და ზედაპირზე მცურავ გემებზეა".
მათივე ცნობით, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდები ბირთვული შეიარაღების გარეშე ცურავდნენ, ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის ხომალდმა ამ შეიარაღებით გაცურა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წყალქვეშა ნავებს, თანამგზავრების საწინააღმდეგო შეიარაღებისა და კიბერ-შესაძლებლობების გარდა, აქვს ტაქტიკური ბირთვული იარაღები, რომლებიც ხასიათდება, როგორც სერიოზული საფრთხე ისეთ სცენარებში, რომლებშიც NATO-ს ქვეყნებიც ჩაერთვებიან.
ამას გარდა, ნორვეგიის დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ ვერ გამორიცხავენ უკრაინის ომის უფრო ფართო კონფლიქტში გადაზრდას, რომელშიც აშშ და NATO-ც ჩაერთვებიან.