
შვედეთის მთავრობის ცნობით, ევროკავშირი აპირებს შექმნას ad hoc ჯგუფი, რომელიც დაადგენს, თუ როგორ შეიძლება მილიარდობით დოლარის გაყინული რუსული სახსრების გამოყენება უკრაინაში სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის.
შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს როგორ უნდა მოხდეს გაყინულ თანხებზე წვდომის კანონიერად გაგრძელება. მისი თქმით, არ არსებობს წინასწარი მოდელი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რუსული აქტივებით და ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ჩამოყალიბება.
"”ეს არის რუსი გადასახადის გადამხდელები და არა ყველა სხვა გადასახადის გადამხდელი, ვინც უნდა გაიღოს საჭირო სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება", - დასძინა კრისტერსონმა.
გარდა ამისა, ცნობილი რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზეც მუშაობს.