
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ ბერლინი მზადაა, უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე იმსჯელოს, მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცე დაცული იქნება. ეს კომენტარი ბორის პისტორიუსმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა.
„თუ უკრაინის თავზე ცა უსაფრთხოდ დარჩება მომდევნო სამი-ოთხი თვის განმავლობაში, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ყველა მომდევნო ნაბიჯზე - ახლა აზრი აქვს ჯავშანტექნიკის გამოყენებას“, - თქვა პისტორიუსმა.
პისტორიუსმა თქვა, რომ ახლა პრიორიტეტია უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხზე აქცენტი ამჟამად არ კეთდება.