
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ცნობილია, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს ლვოვის რეგიონში. ინფორმაცია სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა Telegram-ზე გაავრცელა. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, შემთხვევის ადგილზე კი ხანძარი გაჩნდა.
აფეთქებისის ხმა გაიგეს კრემენჩუკში, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო პოლტავას რეგიონშიც.