
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რამდენიმეკვირიანი დაბალი აქტივობის შემდეგ, გასულ კვირას, რუსეთის საჰაერო აქტივობა გაიზარდა და ახლა ის შეესაბამება საშუალო დღიურ მაჩვენებელს, რომლეიც 2022 წლის ზაფხულიდან ფიქსირდებოდა.
დაზვერვის შეფასებით, მთლიანობაში, რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ ომში მნიშვნელოვნად ნაკლებ მონაწილეობას, უკრაინის საჰაერო თავდაცვისდან მომავალი საფრთხის და რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმების საშიშროების გამო.
"რუსული საბრძოლო თვითმფრინავები მოქმედებენ თითქმის ექსკლუზიურად რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე, რაც ხელს უშლის მათ ეფექტურად შეასრულონ მთავარი დარტყმითი როლი", - წერს დაზვერვა.
რუსეთის მასშტაბით, საჰაერო კოსმოსური ძალები, სავარაუდოდ, ინარჩუნებენ თითქმის ხელუხლებელ ფლოტს დაახლოებით 1 500 ეკიპაჟის სამხედრო თვითმფრინავით, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგეს 130-ზე მეტი შეჭრის დაწყებიდან.
"თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები ამჟამად ემზადება მკვეთრად გაფართოებული საჰაერო კამპანიისთვის, რადგან ამჟამინდელი ბრძოლის ველზე ის სავარაუდოდ განიცდის არამდგრად ზარალს", - წერს დაზვერვა.