რუსებმა დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში უსახლკაროების მობილიზება დაიწყეს | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში უსახლკაროების მობილიზება დაიწყო. უწყების ცნობით, ოკუპანტები მარიუპოლში ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულთა არმიას ქმნის.  

"მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი დამპყრობლები ახორციელებენ აქტივობებს საზოგადოების ცალკეული წევრების  ე.წ "მობილიზებისთვის".  დამპყრობლებმა უკვე დაიწყეს უსახლკაროების მობილიზება", - წერია გენშტაბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, ხოლო 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია ოფიციალურად დაასრულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი