"საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია... ვიბრძოლებთ და გადავრჩებით!" | BBC-ის ინტერვიუ ზელენსკისთან

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში თავისი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ტერიტორიის დათმობა ნიშნავს, რომ "რუსეთს უკან დაბრუნება შეეძლება", დასავლური იარაღი კი მათ მშვიდობასთან მიახლოებას შეუწყობს ხელს. 

მან ასევე განაცხადა, რომ საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია და რუსეთის თავდასხმები უკვე რამდენიმე მიმართულებით ხდება. თუმცა, მას სჯერა, რომ უკრაინის ძალებს მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ, ვიდრე კონტრშეტევის დაწყებას არ შეძლებენ. 

"რა თქმა უნდა, თანამედროვე იარაღი აჩქარებს მშვიდობას. იარაღი არის ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის", - ამბობს ზელენსკი. აქვე, უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართა: "იმედი მაქვს, [ბელარუსი] არ შეუერთდება ომს. თუ ასე იქნება, ვიბრძოლებთ და გადავრჩებით. რუსეთის დაშვება, გამოიყენოს ბელარუსი თავდასხმის საწყის პუნქტად, უზარმაზარი შეცდომა იქნება".

კითხვაზე, გაკვირვებული იყო თუ არა ის ომის საწყის პერიოდში რუსეთის ტაქტიკით, ზელენსკიმ თქვა, რომ "ეს ღირებული არაა... მათ ყველაფერი გაანადგურეს. თუ მათმა ჯარისკაცებმა მიიღეს [და შეასრულეს] ეს ბრძანებები, ეს ნიშნავს, რომ ისინიც იმავე ღირებულებებს იზიარებენ"

"დღეს ჩვენი გადარჩენა ჩვენი ერთიანობაა... მჯერა, რომ უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის," - ასე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეკითხვას, რას ფიქრობს, როგორ დასრულდება ომი. "ყოველდღიურად გვაქვს მილიონობით კომპრომისი ცხოვრებაში. საკითხავია ვისთან? პუტინთან? არა. იმიტომ რომ არ არის ნდობა. დიალოგი მასთან? არა იმიტომ, რომ ნდობა არ არსებობს" - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი