ირანიდან "შაჰიდის" ინსტრუქტორების კიდევ ერთი ჯგუფი ოკუპირებულ ლუგანსკში ჩავიდა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსებმა დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ირანული "შაჰიდის" დრონების ინსტრუქტორების კიდევ ერთი ჯგუფი ჩაიყვანეს.

"ირანიდან ინსტრუქტორების კიდევ ერთი ჯგუფი ახლახან ჩავიდა დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში, რათა მოამზადოს რუსი სამხედროები უპილოტო საჰაერო სისტემების გამოყენებით თავდასხმისთვის", - აცხადებს გენშტაბი. 

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთი ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება ომის წლისთავთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი