მზად ვარ შევასრულო მისი ნებისმიერი ბრძანება, ნებისმიერ კონტინენტზე! - "ახალი ტიტულით" გახარებული კადიროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვს სამხედრო - გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. პუტინს ამ გადაწყვეტილებისთვის მისი ხელქვეითი მადლობას უხდის და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მზად არის შეასრულოს ნებისმიერი ბრძანება, რასაც მისგან მოითხოვს:

"მადლობას ვუხდი ვლადიმირ პუტინს ახალი ტიტულის მონიჭებისთვის, ისევე როგორც ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს ჩვენი დიდებული სახელმწიფოს განვითარებისთვის. სულ ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, მე ვარ ჩვენი პრეზიდენტის ერთგული ქვეითი ჯარისკაცი, რომელიც მზად არის, შეასრულოს მისი ნებისმიერი სირთულის ბრძანება, ნებისმიერ კონტინენტზე" - წერს კადიროვი სოციალური ქსელ "ვკონტაკტეს" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-მ ჩეჩნეთის ლიდერს სანქციები დაუწესა და ცოლ-შვილთან ერთად, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი