რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ 141 260 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 თებერვლამდე პერიოდს. 

მათი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა მხარემ 800 ჯარისკაცი, 16 საარტილერიო სისტემა, 2 ტანკი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა დაკარგა. 

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 141 260;
  • ​ტანკი - 3 298;
  • ჯავშანტექნიკა - 6 520;
  • საარტილერიო სისტემა - 2 322;
  • სარაკეტო სისტემა - 467;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 241;
  • თვითმფრინავები - 298;
  • ვერტმფრენი - 287;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 013;
  • საკრუიზო რაკეტები - 871;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 187;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 221.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი