
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვამ და კერძო სამხედრო კონტრაქტორებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, სავარაუდოდ, 175 000-დან 200 000-მდე სამხედრო დანაკარგი [დაჭირილები და დაღუპულები] განიცადეს. ეს ციფრი, სავარაუდოდ, მოიცავს დაახლოებით 40-60 000-მდე მოკლულს.
ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსული დანაკარგები საგრძნობლად მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანაში 2022 წლის სექტემბერში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოცხადდა.
უწყება წერს, რომ მოკლული პერსონალის თანაფარდობა დაჭრილებთან შედარებით, ძალიან მაღალია, რაც თავის მხრივ განპირობებულია, ძალიან დაბალი სამედიცინო დახმარების დონით, რუსეთის მთელს სამხედრო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო პერსონალის ყველაზე დიდი ნაწილი უკრაინულ საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლა. ამასთან ერთად, მაღალი დანაკარგები აქვს დაქირავებულ მებრძოლთა კომპანიას, "ვაგნერს" - რომლებმაც, დიდი რაოდენობით მსჯავრდადებული წვევამდელები წაიყვანეს ფრონტის ხაზზე. მათ, დიდი ალბათობით, მსჯავრდადებულებისგან შემდგარი სამხედრო ძალის 50%-მდე უკვე დაკარგეს.