
თეთრი სახლის ინფორმაციით, "ვაგნერის" დაჯგუფებამ უკრაინაში მიმდინარე ომში, უკვე 30 000-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა.
შეერთებული შტატების შეფასებით, დეკემბრის შემდეგ უკრაინაში დაღუპული PMC მებრძოლების 90% პატიმარია. განცხადება პრიგოჟინის დაჯგუფების წევრების დანაკარგების შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ გააკეთა.
"ვაგნერი" რუსული კერძო სამხედრო კომპანია. აღნიშნულ ჯგუფს რუსეთი მოწინავე პოზიციების გასაძლიერებლად და არმიის პირად შემადგენლობაში დანაკლისის შესავსებად იყენებს. "ვაგნერი" ცნობილია თავისი "ოპერაციებითა" და სისასტიკით აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. მისი დამფუძნებელი პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინია. პრიგოჟინი უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად, "ვაგნერში" რუს პატიმრებს აწევრიანებს და ფრონტის ხაზზე გზავნის.