
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, მან მონაწილეობა მიიღო G7-ის მინისტერიალში. კულებას თქმით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინისთვის იარაღის სწრაფი მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესების საკითხი.
"იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიაში იოშიმასას მოწვევით, მონაწილეობა მივიღე G7-ის მინისტერიალში. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ყველაფერზე, რაც 2023 წელს უკრაინის გამარჯვებისთვისაა საჭირო. იქნება იარაღის სწრაფი მიწოდება და ახალი სანქციები. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ დავიღლებით მისი აგრესიის საპასუხოდ, - წერს დმიტრო კულება.