86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვები შესრულდება

გამოქვეყნდა:

86 წლის შემდეგ პირველად, სტამბოლში, აია სოფიას ტაძარში მუსლიმთა პარასკევის ლოცვები შესრულდება. ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება.

თურქეთის რელიგიური ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ალი ერბასმა, ხუთშაბათს გამოაცხადა იმ სამი იმამის დანიშვნის შესახებ, რომლებიც მეჩეთში ლოცვებს აღავლენენ და დაასახელა 5 მუგინი - ოფიციალური პირები, რომლებიც მუსლიმებს ლოცვისკენ მოუწოდებენ.

ხელისუფლებამ მომლოცველებისთვის აია სოფიას გარეთ ცალკეული ტერიტორიები გამოყო, შენობისკენ მიმავალი რამდენიმე გზა კი ჩაკეტა. მათი ინფორმაციით, ადგილზე 17 000 სამართალდამცავი იქნება განლაგებული.

შეგახსენებთ, რომ თურქეთს მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება 10 ივნისს მიიღო.  აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვა და მისი მეჩეთად გადაკეთება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივა იყო. 

გადაწყვეტილების წინააღმდეგ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და იუნესკო გამოვიდნენ, მათ ოფიციალურ ანკარას გადაწყვეტილების გაუქმებისაკენ მოუწოდეს. ერდოღანის ინიციატივას რომის პაპიც გამოეხმაურა

აია სოფიას ბიზანტიური ტაძარი მეჩეთად 1453 წელს, მუსლიმური დაპყრობის შემდეგ გადაკეთდა, 1943 წელს კი, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს, მას შემდეგ, რაც თურქეთი საერო რესპუბლიკა გახდა მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი