ევროკავშირი უკრაინისთვის ჭურვების შეძენას აპირებს - Reuters

გამოქვეყნდა:

Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირი ავითარებს მექანიზმს, დიდი რაოდენობით 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების შესაძენად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხს ორშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ.

სააგენტო იუწყება, რომ ევროპელი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების აზრით, ევროკავშირის ერთობლივი ქმედებები უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ცალკეული ქვეყნების მიერ ჭურვების შეძენა. 

Reuters წერს, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად 2000-დან 7000-მდე ჭურვს იყენებს - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოველდღიურად ისვრის 20 ათასიდან 60 ათასამდე ჭურვს.

სააგენტოს ცნობით, ესტონეთის ხელისუფლებამ ევროკავშირს სთავაზობს 1 მილიონის რაოდენობის 155 მილიმეტრიანი ჭურვების შეკვეთას უკრაინისთვის, რაც დაახლოებით, 4 მილიარდი ევრო დაჯდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი