მიუნხენის კონფერენცია დასრულებულია, და უკვე ხვალიდან ვარშავაში აღმოსავლეთის NATO-ს სამიტი აიღებს სტარტს. ლიდერები, ამერიკის პრეზიდენტის მონაწილეობით, NATO-ს აღმოსავლეთის საზღვრების გაძლიერებაზეც ისაუბრებენ, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც და ახალი სანქციების პაკეტზეც, რომელსაც დასავლეთი კრემლს ომის წლისთავზე უმზადებს. 24 თებერვალს გახდება ზუსტად ერთი წელი უკრაინაში პუტინის ომის დაწყებიდან.