
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი საფრანგეთის პრეზიდენტს ნაპოლეონ ბონაპარტის ბედს ახსენებს. მარია ზახაროვა ემანუელ მაკრონის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ უკრაინის ომში, საფრანგეთს რუსეთის დამარცხება სურს.
"საფრანგეთი მაკრონით არ დაწყებულა და ნაპოლეონის ნაშთები, რომელსაც სახელმწიფო დონეზე პატივს მიაგებენ, პარიზის ცენტრშია დასვენებული“, - თქვა ზახაროვამ.
მისივე თქმით, "მაკრონი ფასდაუდებელია" და მისმა განცხადებამ აჩვენა, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებულ დისკუსიებში საფრანგეთი ჩართულია, იმ დროს, როცა მაკრონი რუსეთის ხელმძღვანელობასთან ცდილობს შეხვედრებს.