ომის წლისთავთან დაკავშირებით რუსეთმა, შესაძლოა, ბახმუტის აღება გამოაცხადოს - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი თავდასხმას აღმოსავლეთ უკრაინაში ბახმუტის, უგლედარისა და კრემენაიას მიმართულებებით. უწყება ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მაღალია, განსაკუთრებით ბახმუტსა და უგლედარში. 

" კერძოდ, "ელიტარულმა" 155-ე და 40-ე საზღვაო ქვეითმა ბრიგადებმა განიცადეს ძალიან დიდი დანაკარგები უგლედარი და, სავარაუდოდ, ბრძოლა არაეფექტურია", - წერს დაზვერვა.

დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, მზარდი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არიან, რადგან ახლოვდება უკრაინაში შეჭრის წლისთავი.

"სავარაუდოა, რომ რუსეთი გამოაცხადებს ბახმუტის აღებას, წლისთავზე, მიუხედავად ადგილზე არსებული რეალობისა", - აღნიშნავს დაზვერვა. 

დაზვერვა ვარაუდობს, რომ თუ რუსეთის საგაზაფხულო შეტევა ვერაფერს მიაღწევს, ხელმძღვანელობის შიგნით დაძაბულობა გაიზრდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი