19 თებერვალს დონეცკის ოლქში რუსებმა 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - კირილენკო

გამოქვეყნდა:

19 თებერვალს რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს. 

კირილენკოს განცხადებით, დაშავებულია კიდევ ერთი სამოქალაქო პირი. 

"19 თებერვალს რუსებმა დონეცკის ოლქის 3 მცხოვრები მოკლეს: ბახმუტში, ბოგდანოვკასა და ავდიივკაში. რეგიონში დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი", - წერს კირილენკო Telegram-ზე. 

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ზუსტი მსხვერპლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია მარიუპოლსა და ვოლნოვახაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი