"თუ ჩინეთი და რუსეთი გაერთიანდებიან, მესამე მსოფლიო ომია შესაძლებელი" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ თუ ჩინეთი და რუსეთი გაერთიანდებიან, მესამე მსოფლიო ომია შესაძლებელი, მაგრამ უკრაინას ჩინეთი საკუთარ მოკავშირედ უფრო ენდომებოდა. ამის შესახებ მან გამოცემა Welt-თან ისაუბრა.

აქვე, პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ოფიციალური ჩინეთი თვლის, რომ "აშშ-ს არ აქვს უფლება, წაიკითხოს ლექციები" რუსული იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ვენბინმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლის ველზე იარაღის მუდმივ ნაკადს ამერიკული მხარე უზრუნველყოფს და არა ჩინური. ის ასევე ამბობს, რომ ჩინეთი არასდროს მიიღებს აშშ-ს "იულებით ზეწოლას" ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ჩინეთი განაგრძობს „მშვიდობის მოთხოვნას და ხელს უწყობს მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი