მკვდარი ოკუპანტები, რუსეთს უკრაინიდან, პუტინის თვითმფრინავებით გადაჰყავს - მედია

გამოქვეყნდა:

მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში ლიკვიდირებული რუსი ჯარისკაცების ცხედრების  გადასაყვანად სპეციალური ფრენის დანაყოფი "Росія" გამოიყენეს. ერთ-ერთი თვითმფრინავი ადრე, ვლადიმერ პუტინის მოგზაურობისთვის იყო განკუთვნილი. 

ჟურნალისტებმა FlightRadar-ის ფრენების სერვისის საშუალებით იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში გააანალიზეს "Росія"-ს თვითმფრინავების მარშრუტები და აღმოაჩინეს, რომ  რუსეთის რეგიონებში მათი ვიზიტების შემდეგ, უკრაინის ომში დაღუპულ რუს ოკუპანტებს კრძალავდნენ. 

თავდაცვის სამინისტროს წყარო ამბობს, რომ შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის მიწოდებასთან ერთად დაღუპულთა გადაყვანასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს 223-ე და 224-ე საავიაციო ქვედანაყოფები არიან დაკავებულნი. ისინი საჯარო ჩანაწერების მიხედვით 60 თვითმფრინავს მოიცავს, მაგრამ FlightRadar-ის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში რეგულარულად მხოლოდ 46 თვითმფრინავი გამოიყენებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი