"ბოლოს და ბოლოს ჩავიდა კიევში" | მედვედევი ბაიდენზე

გამოქვეყნდა:

"ბოლოს და ბოლოს ჩავიდა კიევში" - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საუბრობს და ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტს ეხმაურება. 

"ბაიდენი, რომელმაც მანამდე მიიღო უსაფრთხოების გარანტიები, ბოლოს და ბოლოს ჩავიდა კიევში. ნეონაცისტურ რეჟიმს ის უამრავ იარაღს და საფლავამდე ერთგულებას დაპირდა" - თქვა მან. 

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი უკვე დატოვა. 

ის უკრაინას ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ეწვია, შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინას ამერიკის მხარდაჭერის აღუთქვა. მან თქვა, რომ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას. 

მან უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და თქვა, რომ აშშ მის გვერდით იდგება, სანამ საჭიროა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი