ბაიდენის ისტორიული ვიზიტი კიევში | აშშ-ის მხარდაჭერა და დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას

გამოქვეყნდა:

თავისუფალი სამყაროს ლიდერის ისტორიული ვიზიტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინაში. ჯო ბაიდენი სრულიად მოულოდნელად კიევში ჩადის. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვიზიტია უკრაინაში და სწორედ ამ უკიდურესად კრიტიკულ ვითარებაში პრეზიდენტი ბაიდენი მთელი მსოფლიოს, პირველ რიგში კი კრემლის გასაგონად, კიდევ უფრო მკაფიოდ აფიქსირებს, რომ უკრაინა არ არის მარტო და ამ ბარბაროსულ ომში კიევი გაიმარჯვებს. 

ბაიდენის უკრანაში ჩასვლა უკვე შეფასდა როგორც ისტორიის ახალი ფურცელი. დღეიდან უკვე უკიდურესი სკეპტიკოსებიც კი დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანას, რომელიც ერთი წელია კრემლის არმიის უმძიმეს შეტევებს სისხლის ფასად უმკლავდება, მთელი დასავლური სამყარო, როგორც ერთი, მხარში დაუდგება საბოლოო გამარჯვებამდე, როგორც ეს არაერთხელ ითქვა. და ამ ურყევი პოზიციის დასადასტურებლად პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა ამერიის პრეზიდენტმა უკრაინაში დახმარების ახალი პაკეტიც ჩაიტანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი