
ახალი მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი შურისძიების სამიზნეა - რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი მარია ზახაროვა საჯაროდ იმუქრება, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის ბედს გაიზიარებს.
თავის გზავნილში ზახაროვა დასცინის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მას დასავლეთის პროექტს უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინის მოქმედი ლიდერიც ანალოგიური წარმონაქმნია. მოსკოვის ამ განცხადების ფონზე ქართული ოცნება კრემლისთვის სასურველ მორიგ გადაწყვეტილებას იღებს - ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაესწრება კიევში 24 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი