პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 460 მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა | რას მიიღებს უკრაინა

გამოქვეყნდა:

პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 460 მლნ დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა. 

ჩამონათვალის მიხედვით, პაკეტში შედის დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემისთვის, 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები და 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები.

უკრაინა ასევე მიიღებს 4 სარადარო სისტემას, დამატებითი Javelin ATGM და ასაფეთქებელი ჭურვებს, 
დაახლოებით 2000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, ბრედლის ტიპის 4 ქვეით საბრძოლო მანქანას, 2 ტაქტიკურ 
მანქანას, კლეიმორის ქვეითთა ნაღმებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს, საკომუნიკაციო აღჭურვილობას, სამედიცინო მასალებსა და მანქანების სათადარიგო ნაწილებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. ეს ბოლო 15 წლის განმავლობაში 
შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი