ევროკავშირი რუსეთის სანქციების მე-10 პაკეტს 24 თებერვლამდე დაამტკიცებს | ბორელი

გამოქვეყნდა:

"ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების დამტკიცება გარდაუვალია, ახალი სანქციების პაკეტი უნდა დამტკიცდეს კვირის ბოლომდე", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

"ეს უნდა დამტკიცდეს უახლოეს რამდენიმე საათში, ნებისმიერ შემთხვევაში 24 თებერვლამდე“, - თქვა ბორელმა პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნული ზომები გავლენას სხვა საკითხებთან ერთად, 4 რუსულ ბანკზე, ასევე რუსულ ექსპორტზე, მათ შორის რეზინისა და მძიმე ტექნიკის იმპორტზე მოახდენს.

სანქციების მეათე პაკეტი ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი