მობილიზაციის შემდეგ რამდენჯერმე გაიზარდა იმ რუსების რაოდენობა, რომლებიც აშშ-ში მექსიკიდან მიდიან

გამოქვეყნდა:

რუსების რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ შეერთებულ შტატებში მექსიკის საზღვრიდან გადასვლას, მოსკოვის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რამდენჯერმე გაიზარდა. CNN აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურებზე დაყრდნობით წერს. გასული ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკის სასაზღვრო ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა.

უწყებების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში საზღვარზე 1,645 რუსეთის მოქალაქე ჩავიდა (მობილიზაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე) იანვარში ეს ციფრი 4,509-მდე გაიზარდა.

საერთო ჯამში, თითქმის 22,000 რუსეთის მოქალაქე, შეეცადა შეერთებულ შტატებში ქვეყნის სამხრეთ საზღვარიდან შესვლას 2022 წლის ოქტომბრიდან, მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველი სრული თვის შემდეგ.

ცნობისთვის, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში. მათმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა, ნაწილმა კი აქ უძრავი ქონება იყიდა, ბიზნესი დაირეგისტრირა და ცხოვრებას აგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი