ევროკავშირმა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომდევნო წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ არ ცნობენ და გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას. 

გადაწყვეტილება ეხება სანქციებს, რომლებიც დაწესდა რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ოკუპაციისა და მათ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ურყევი რჩება ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ცნობისთვის, გარდა ამისა, ომის წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების პაკეტსაც მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი