ცნობილი ხდება ჯო ბაიდენის უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის დეტალები. მკაცრად გასაიდუმლოებული ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა 17 თებერვალს მიიღო, დელეგაციაში კი მხოლოდ ორი ჟურნალისტი, გარემოცვის რამდენიმე წევრი და სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლები ჩართეს.
ჟურნალისტები მკაცრად გააფრთხილეს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინათ. მათ ინსტრუქცია ელექტრონულ ფოსტაზე, გოლფის მოსაწვევის ფორმით გაუგზავნეს. მთელი 10 საათის განმავლობაში კი ჟურნალისტებს ტელეფონების დატოვება მოუწიათ.
აშშ-ს პრეზიდენტი კი კიევიდან დღეს უკვე პოლონეთში ჩავიდა. ჯო ბაიდენის დღეს თავის პოლონელ კოლეგას და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდება. ანდჟეი დუდასთან მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის ომი, უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარება, მოსკოვიდან მომავალი საფრთხეები და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება იქნება.
ჯო ბაიდენი უკრაინაში გუშინ, 20 თებერვალს მოულოდნელად ჩავიდა. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე კიევიდან გამოუცხადა.