იაპონია ლიდერი უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - ფუმიო კიშიდა

გამოქვეყნდა:

იაპონია უკრაინას $5,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ გააკეთა.

კიშიდას განცხადებით, იაპონია მსოფლიოს ქვეყნებს შორის ლიდერი უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. 

"იაპონია ლიდერი უნდა იყოს მსოფლიოს ძალისხმევაში, დაუჭიროს მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თავისუფალი, ღია, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო მოწყობის დაცვაში", - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, იაპონია დიდი შვიდეულის წლევანდელ ვიდეო კონფერენციას 24 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს. მაისში კი ისინი ჰიროშიმაში გამართავენ შეხვედრას.

ცნობისთვის, იაპონია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დრომდე ოფიციალურმა ტოკიომ უკრაინას $600 მილიონი დოლარის ღირებულების ფინანსური დახმარება და $700 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ამასთან ერთად, იაპონია  ჩართულია  დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი