"სამწუხარო და უპასუხისმგებლო საქციელია" - ბლინკენი რუსეთის მიერ START-ის დატოვებაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, პუტინის გადაწყვეტილება START-ის ხელშეკრულების შეჩერების შესახებ "ღრმად სამწუხარო და უპასუხისმგებლო" საქციელია. 

ბლინკენის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან ნებისმიერ დროს ისაუბროს ბირთვული შეთანხმების შესახებ. მისივე თქმით, აშშ დააკვირდება რუსეთის მომდევნო ქმედებებს. 

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რათა ვნახოთ რას იზამს რუსეთი. ამერიკა უზრუნველყოფს ადეკვატურ პოზიციას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის", - განაცხადა ბლინკენმა. 

შეგახსენებთ, რომ START-ის ხელშეკრულების შეჩერების შესახებ განცხადება პუტინმა ფედერალური ასამბლეისთვის მიმართვისას გააკეთა. შეთანხმება სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ლიმიტებს უწესებდა ორივე სახელმწიფოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი