რუსეთი ცივი ომის ხანას აბრუნებს და ღია ბირთვულ შანტაჟზე გადადის. ვლადიმერ პუტინის თითქმის ორსაათიანი მიმართვა დღეს სრულიად უინტერესოდ დასრულდებოდა, რომ არა კრემლის ლიდერის მიერ ბოლოსთვის შემონახული გზავნილები. რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ დროებით აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულებაში და მზად არის განაახლოს ბირთვული გამოცდები თუ ამის მიზეზს დასავლელი მოწინააღმდეგეები მისცემენ.
ბირთული შანტაჟი დღეს მხოლოდ ვაშინგტონისკენ არ იყო მიმართული. კრემლის დიქტატორმა პირდაპირ დაასახელა კიდევ ორი მთავარი სამიზნე. პარიზი და ლონდონი - რუსეთს სურს იცოდეს, როგორია ამ ორი ბირთვული სახელმწიფოს პოზიცია და გეგმები უკრაინის ომთან დაკავშირებით. სიტყვით გამოსვლიდან სულ რამდენიმე წუთში ვლადიმერ პუტინმა პასუხიც მიიღო. დასავლელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ კრემლის დიქტატორი თვადვე იმეორებს სცენარს, რომელმაც უკვე დაშალა საბჭოთა იმპერია.