24 თებერვლის მასშტაბურ დემონსტრაციამდე 2 დღე რჩება. 2 დღეში დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება. რუსეთის აგრესია უკრაინაში 24 თებერვალს 1 წელიწადს მიითვლის. ქართველები უკრაინის გვერდით არიან - რუსეთი საერთო და ისტორიული მტერია - ამ განაცხადს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რუსთაველის გამზირიდან კიდევ ერთხელ გააკეთებს. აქციაზე იქნება სიტყვით გამოსვლები, ჩართვები და საგანგებო მიმართვები, რომლებიც სპეციალურად აქციისთვის გაკეთდება.
დემონსტრაციაზე იქნება გეგმაც - რა სტრატეგიას აირჩევს წინააღმდეგობის მოძრაობა იმისთვის, რომ ხელისუფლების პოლიტიკას დაუპირისპირდეს. ყველა თანხმდება, რომ "ოცნებას" მოკავშირედ არც უკრაინა სურს და "ქართული ოცნება" საქართველოს ადგილს ვერც ევროპულ ოჯახში ხედავს, ამიტომ აქციის ორგანიზატორები თანხმდებიან, რომ მოქმედების დროა და მოძრაობის სახელით საერთო განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან. .