
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან შეხვედრისას უკრაინას "ურყევი და კრიტიკული მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა გადასალახი.
"სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება“, - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა უკრაინისადმი პოლონეთის მხარდაჭერას "ნამდვილად არაჩვეულებრივი" უწოდა და მადლობა გადაუხადა ქვეყანას მილიონზე მეტი უკრაინელის მასპინძლობისთვის. მან ასევე აღნიშნა NATO-ს წევრი ქვეყნების ძალისხმევა, რომლებიც რუსეთის აგრესიის ფონზე გაერთიანდნენ.
პოლონეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ბაიდენს კიევში ვიზიტისთვის და თქვა, რომ "ეს იყო უაღრესად ეფექტური, სტრატეგიული და პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც უკრაინის დამცველების ზნეობა გააძლიერა".