"უკრაინა რუსეთის მსხვერპლი ვერასოდეს გახდება" | ბაიდენის პასუხი პუტინის მუქარას

გამოქვეყნდა:

"დიქტატორი იმპერიას ვერ აღადგენს და ვერ შექმნის... უკრაინა რუსეთის მსხვერპლი ვერასოდეს გახდება" - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს და პუტინის მორიგ, ბირთვულ შანტაჟს პასუხობს:

მინდა მივმართო რუს ხალხს, გაეროს და ევროკავშირის ერები არ ვაპირებთ დავესხათ თავს, რუსეთს როგორც დღეს ეს პუტინმა განაცხადა, მილიონობით რუსი მოქალაქე ჩვენი მტერი არ არის, ისინი იცხოვრებენ მშვიდობით, მეზობლებთან ერთად. პუტინმა აირჩია ეს ომი. ომის ყოველი დღე მისი არჩევანია. მას შეუძლია ერთი სიტყვით დაასრულოს ომი.

დიქტატორი იმპერიას ვერ აღადგენს და ვერ შემქნის. უკრაინა რუსეთის მსხვერპლი ვერასოდეს გახდება. რუსეთმა კაცობრიობის წინაშე ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა. მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები, გააუპატიურეს ადამიანები. გაიტაცეს უკრაინელი ბავშვები. გაანადგურეს სკოლები და ბაღები. რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე თვალს ვერ დავხუჭავთ.

ჩვენი მიზანია, რუსეთის აგრესია შევაჩეროთ და მშვიდობა უზრუნველვყოთ. გაეროში 143-მა ქვეყანამ მხარი უკრაინას დაუჭირა. რუსეთის მხარეს მხოლოდ 4 ქვეყანა დადგა. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უნდა რუსეთის განადგურება. არავინ აპირებს რუსეთზე თავდასხმას. მილიონობით რუსეთის მოქალაქეს მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიან გარემოში ცხოვრება სურთ. ისინი ჩვენი მტრები არასოდეს ყოფილან. ის, რაც დღეს ხდება, ტრაგედიაა. პუტინმა ომი აირჩია. ომის გაგრძელებაც მისი გადაწყვტილებაა. მას შეუძლია ეს ომი დაასრულოს და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. მაგრამ თუ უკრაინა გაჩერდება, მაშინ ის უკრაინის დასასრული იქნება. დარწუმებული ვარ უკრაინა თავს ბოლომდე დაიცავს. 55-ზე მეტი ქვეყანა უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედრო დახმარებას უგზავნის.

ჩახედეთ თვალებში ერთმანეთს და მიხვდებით, როგორი კეთილი საქმე გააკეთეთ პოლონელებმა, დღეს ქვეყანაში 5 მილონზე მეტი უკრაინის მოქალაქეა. ისინი თქვენ შეიფარეთ. ამერიკაშიც ყველგან უკრანული დროშა ფრიალებს. ჩვენი კონგრესმენები უკრაინისა და თავისუფლების დასაცავად გამოდიან. ეს მუხტი მთელ მსოფლიოშია. პუტინმა მსოფლიოს უკრაინული ხორბლის მიწოდება შეუზღუდა. მისი მიზანი შიმშილის რეგიონების გაფართოება იყო, თუმცა პარტნიორებმა კარგად იმუშავეს.

უკრაინის დამოუკიდებლობა 30 წლის წინ გამოცხადდა. მისი დაცვა ჩევნი მიზანია. წლების განმავლობაში კრმელი კორუფციის გამოყენებით ცდილობდა, უკრაინა გაეკონტროლებინა. გუშინ, დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვნით შევამკეთ. ეს დიადი ხალხია.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. გთხოვთ გააგრძელეთ ეს მხარდაჭერა და დახმარება. დაეხმარეთ უკრაინელებს. არასოდეს დავივიწყებთ ერთი წლის წინ საკუთარი თვალით დანახულ ლტოლვილებს. ამ ადამიანებმა არც კი იცოდნენ, ოჯახის წევრებს კიდევ ნახავდნენ თუ არა. პოლონელმა ხალხმა მათ სითბო აჩუქეს. მათ თვალებში დღეს სინათლე იგრძნობა. ჩვენ ყველანი ერთად შევეწინააღმდეგეთ რუსულ აგრესიას და მათ მიზნის მიღწევის საშუალება არ მივეცით, - აცხადებს ბაიდენი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი