"ერთი წლის წინ, ყველა ფიქრობდა, რომ კიევი დაეცემოდა, თუმცა გუშინ იქ ვიყავი და ვიტყვი, რომ კიევი ამაყად დგას. უკრაინაში შეჭრის დროს მათ არამხოლოდ უკრაინელი ძალების მოსინჯვა, არამედ ევროპისა და ნატოს შემოწმება სურდათ. რუსეთს აინტერესებდა, დემოკრატია მუშაობს თუ არა, რუსეთს აინტერესებდა, შეძლებდით თუ არა გაერთიანებას, დღეს ყველა ხედავს, რომ მსოფლიომ თვალი არ დახუჭა, გაერთიანდა და გაძლიერდა. ყველა ხედავს, რომ ჩვენ დემოკრატიას ვიცავთ. გუშინ პატივი მქონდა, რომ კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან დიალოგი გამემართა, მე მას ჩვენი დახმარების გაგრძელების პირობა მივეცი, მოსკოვში ამას ვერ იფიქრებდნენ. მსოფლიო უკრაინელი ხალხის გმირობას მხარს დაუჭერს, რუსეთის არმია გარბის და დამწვარ ტანკებს ტოვებს. პუტინი ფიქრობდა, რომ ევროპა გაერთიანებას ვერ შეძლებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა, დღეს ჩვენ რუსული ნავთობიც კი არ გვჭირდება"

- თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯი ბაიდენმა, ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი