
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) "ხალხის ძალის" მიერ წარმოდგენილ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტს ეხმაურება და ქართველ დეპუტატებს წარდგენილი კანონპროექტის გაუქმებსკენ მოუწოდებს.
ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ კანონი "ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე" დაფუძნდება, ეს ზომები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის იარაღად გამოიყენება.
"IPI ღრმად შეშფოთებულია, რომ ქართველი კანონმდებლები განიხილავენ რუსეთის ავტორიტარული სათამაშო წიგნიდან გვერდის ამოღებას ე.წ. "უცხოური აგენტების“ კანონმდებლობის შემოღებით",- თქვა IPI-ის დირექტორის მოადგილემ, სკოტ გრიფენმა.
გარდა ამისა, IPI წერს, რომ პუტინის კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ კრემლის რუსეთში პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაძლევად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი იყო.
"პუტინის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ იყო კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი რუსეთში პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაძლევად, სხვა უფლებებთან ერთად. ასეთ კანონმდებლობას აბსოლუტურად არავითარი საქმე არ აქვს ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რომელიც იცავს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს....ჩვენ ვშიშობთ, რომ ეს კანონი შეიძლება გამოიყენონ კრიტიკული მედიის დისკრედიტაციისთვის, მათი უცხო გავლენის აგენტებად და შესაბამისად, საფრთხეს ქართული საზოგადოებისა და უსაფრთხოებისთვის. ეს ასევე მისცემს სახელმწიფოს მძლავრ ინსტრუმენტს განსხვავებული ხმების, მათ შორის ჟურნალისტების დასაშინებლად. საბოლოო ჯამში, ეს საფრთხეს უქმნის ქართულ საზოგადოებას ახალი ამბებისა და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების უფლების ჩამორთმევას" - წერს ორგანიზაცია.
გარდა ამისა, ორგანიზაცია მოუწოდებს დეპუტატებს უარი თქვან კანონპროექტზე და ყურადღება გაამახვილონ დამოუკიდებელი მედიისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე.
"მოვუწოდებთ ქართველ დეპუტატებს, უარი თქვან ამ კანონპროექტზე და ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილონ დამოუკიდებელი მედიისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე თავიანთი სამუშაოს შესასრულებლად" .
შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძემ ე.წ. აგენტების კანონზე, ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის
დარეგისტრირება დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, პირდაპირი თარგმანით ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი იქნება.